სამთავრობო ცვლილებები

ჯაფარიძე: არ მგონია, ღარიბაშვილის კანდიდატურა შეიცვალოს

ჩემს კოლეგებთან არაფორმალური საუბრები მქონდა და ვიცი რაღაც პრობლემის არსებობის შესახებ, მაგრამ მე სიღრმეებში არ ვარ ჩახედული. რა მოხდა, როგორ განვითარდა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი. არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. თუკი გადადგა, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. თუკი მოხდება, არსებობს კონსტიტუცია, არსებობს პრაქტიკა, მთელი რიგი პროცედურები და ალბათ ამის მიხედვით განვითარდება. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა არ მგონია, რომ შეიცვლება.

განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

კომენტარები