სამთავრობო ცვლილებები

პრემიერი: თუ საჭირო იქნება მთავრობის გადამტკიცება, არც ეს არის პრობლემა

ზოგადად მე გეტყვით, რომ სულ ტყუილად ატეხეთ აჟიოტაჟი, მინდა, მოგიწოდოთ ყველას, ხელოვნურად ნუ ეცდებით, რომ რაღაც არასტაბილურობის განცდა გააჩინოთ მოსახლეობაში. თუ საჭირო იქნება მთავრობის გადამტკიცება, ასე ვთქვათ, ხელახალი ნდობის მოპოვება, არც ეს არის პრობლემა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და არაფერი განსაკუთრებული არ არის. ეს არის კონსტიტუციის მიხედვით, შეგახსენებთ, რომ ივლისში, როცა 7 მინისტრი გამოვცვალე, მე მაშინ ხელახლა მოვიპოვე ნდობა პარლამენტში. ეს არის კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, დემოკრატიული და მუშა პროცესი. მთავრობა საჭიროებს მუდმივად განახლებას. საჭირო არის განახლება, წინსვლა და მუდმივი მოძრაობა. ასე რომ, არაფერი სასკანდალო, მინდა გახაროთ თქვენ, არაფერი არ არის. ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი ძალიან კარგად არის. მე მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ყველას, მოსახლეობას ვუთხრა, რომ არაფერი სერიოზული არ ხდება. ერთი მინისტრი წავა, მეორე დაინიშნება. ასე შეიძლება სხვა მინისტრიც წავიდეს, პრობლემა არ არის.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტიდან ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომაზე.

კომენტარები