ეკონომიკა

ონოფრიშვილი: სავალუტო კრიზისმა ყველა დაპირებას წერტილი დაუსვა

სავალუტო კრიზისმა ხელისუფლების ყველა დაპირებას რეალურად წერტილი დაუსვა. ენერგეტიკაზე ნაკლებად ვამბობ, უფრო გაზზე - რაც დევალვაცია მოხდა, ცხადია, მომწოდებელი ითხოვს იმავე ოდენობით კომპენსირებას, რომ მიიღოს ვალუტაში ის თანხა, რაც უნდა. ამიტომ ეს ნიშნავს ტარიფის ზრდას, რაც, პრაქტიკულად, გარდაუვალია, იმიტომ, რომ ეს არის ის შედეგი, რომელსაც მოსახლეობას შეიძლება, არ ეუბნებიან ბოლომდე. ფაქტია, ფასის ზრდა რომ არ მოხდეს, სუბსიდირება უნდა გააკეთონ, ეს კი კატასტროფა იქნება არსებული საბიუჯეტო მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ არ გააკეთებენ, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეკონომიკას სერიოზული პრობლემები ექმნება და ამ სფეროში განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

თავისუფალი დემოკრატების წევრი დავით ონოფრიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემაში "თეორემა."

კომენტარები