დანაშაულის სტატისტიკა

თარხნიშვილი დანაშაულის სტატისტიკაზე: მთავრობა თავს იტყუებს

სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე მთავრობა პრობლემის მოგვარების ნაცვლად თავს იტყუებს და დაკავებულია სტატისტიკის გაყალბებით. ამჯერად, ეს ეხება კრიმინალურ სტატისტიკას. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით იგივე მდგომარეობა გვქონდა ჩვენ ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით. ასევე, სამწუხაროა ის, რომ მთავრობის ამ თავის თავის დაბრმავებითა და მოტყუებით, შედეგებს დღეს ჩვენი მოსახლეობა იმკის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან თარხნიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკა შეაფასა, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 15%-ით იკლო.

კომენტარები