მიწისძვრა ნეპალში

ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 65 ალპინისტი დაიღუპა

time.com

ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 65 ალპინისტი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

26 აპრილს, ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ევერესტზე ზვავი ჩამოწვა, რომელმაც 65 ალპინისტი იმსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა.

ამ დროისათვის დაზუსტებული მონაცემებით, ნეპალის მიწისძვრას 3200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 6.500-ს აჭარბებს.

მიწისძვრა 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, მან ნგრევა და მსხვერპლი ნეპალის მეზობელ ქვეყნებში - ჩინეთსა და ინდოეთშიც მოჰყვა.

კომენტარები