მიწისძვრა ნეპალში

მიწისძვრას ნეპალში 900-მდე ადამიანი ემსხვერპლა

cnn.com

ნეპალში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 876 ადამიანი დაღუპა. მიწისძვრის მაგნიტუდამ 7,9 შეადგინა. მისი ეპიცენტრი ნეპალის დედაქალქ კატმანდუდან 77 კილომეტრში მდებარეობდა. ეს ბოლ 80 წლის განმავლობაში ნეპალში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

მონაცემები მსხვერპლის შესახებ მუდმივად ზუსტდება, ადგილობრივი კლინიკები დაშავებულებით არის გავსებული. კატმანდუში დანგრეულა მრავალი შენობა, ათეულობით ადამიანი ისტორიული დხარადხარას კოშკის ნანგრევებში მოჰყვა. დაკეტილია აეროპორტი, შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა. ვრცელდება ცნობები მიწისძვრის შედეგად მსოფლოს უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე ზვავების ჩამოწოლის შესახებ. როიტერის ცნობვით, ზვავის ქვეშ ალპინისტების ბანაკიც მოჰყვა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

მიწისძვრისგან მეზობელი ინდოეთიც დაზარალდა. მიწისქვეშა ბიძგები დელიშიც იგრძნობოდა. ინდოეთში მიწისძვრას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთის პრემიერი ნეპალსა და ინდოეთში დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა.

 

კომენტარები