დანაშაულის სტატისტიკა

ალასანია: მეტია გასაკეთებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

აშკარაა, საზოგადოებას, ყველას აქვს განცდა, რომ მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი იყოს უზრუნველყოფილი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა გამოიხატოს რესურსების გამოყოფაში, პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. ასევე, ბუნებრივია, აუცილებელია, პროფესიონალი კადრები იყვნენ დანიშნულნი კონკრეტულად იმ თანამდებობებზე, ვინც პასუხისმგებელია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. ჩვენი დღევანდელი დემოკრატიის კონსოლიდაციის აქილევსის ქუსლი პროკურატურაა. პროკურატურა, რომელიც პირდაპირ დამორჩილებულია დე ფაქტო პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ნებას.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკა შეაფასა, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 15%-ით იკლო.

კომენტარები