დანაშაულის სტატისტიკა

ჯაფარიძე: ეს ხელისუფლება ზოგადად დაკავებულია სტატისტიკის გაყალბებით

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, "ეს ხელისუფლება ზოგადად დაკავებულია სტატისტიკის გაყალბებით და ეს არ არის პირველი შემთხვევა". ჯაფარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკა შეაფასა, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 15%-ით იკლო.

"ჩვენ ამის არაერთი ფაქტი გამოავლინეთ. ეს ეხება როგორც ეკონომიკურ სტატისტიკას, ასევე კრიმინალის სტატისტიკას. ის, რომ ქვეყნაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესებულია, ამას თითოეული საქართველოს მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს. ეს ცხადია, უარყოფითად აისახება ტურიზმზე და ზოგადად ეკონომიკაზე. არავინ ჩადებს ქვეყანაში ფულს, სადაც სიცოცხლის საფრთხე შეიძლება არსებობდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ შეცვალოს ეს სტრატეგია, თავი დაანებოს ზოგადად სტატისტიკის გაყალბებას, ეს იქნება კრიმინალთან თუ ეკონომიკასთან დაკავშირებული და რეალურად მიხედოს პრობლემას, თუმცა ამ ხელისუფლებას ამის რესურსი უკვე აღარ აქვს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები