1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ჩილეში უვიზო მიმოსვლას შეძლებს. ამ ეტაპზე შეზღუდვები მოხსნილია მხოლოდ დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დავით კერესელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ შეზღუდვები ორდინარულ პასპორტზეც მოიხსნას.
საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 7 ივლისს დამყარდა.
უვიზო რეჟიმი ჩილეში
1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ჩილეში უვიზო მიმოსვლას შეძლებს





