დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2015 წლის იანვარ-მარტში დანაშაული 15%-ით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის იანვარ-მარტში დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.24%-ით შემცირდა. კერძოდ, შსს-ს ცნობით, 2015 წლის პირველ კვარტალში დანაშაულის 8970 ფაქტი დაფიქსირდა, 2014 წლის იანვარ-მარტში კი - 10583.

შსს-ს მტკიცებით, შემცირდა განზრახ მკვლელობის (-16.67%), მკვლელობის მცდელობის (-37.5%), ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შეთხვევები. ასევე დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ (-11.18%), მათ შორის, ქურდობა (-16.83%), ძარცვა (-19.2%), ყაჩაღობა (-2.3%). ასევე, ხულიგნობა (-40.43%), იარაღის უკანონო ტარება (-18.26%) და ნარკოდანაშაული (-57.42%).

კომენტარები