საქართველო-უკრაინა

ვაშაძე: კარგია, რომ საქართველოს დელეგაცია უკრაინაში ჩამოვიდა

BPN.GE

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს კიევში უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. მათ შორის, დავით უსუფაშვილი შეხვედრას გამართავს უკრაინის პრემიერმინისტრთან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ვაშაძის შეფასებით, კარგია, რომ საქართველოს დელეგაცია უკრაინაში დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჩავიდა.

„ჩვენც გვჭირდება პარტნიორები ოკუპაციასთან, რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში და ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს უნდა იყოს ძირითადი საკითხი. ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც კარგია, რომ საქართველოს დელეგაციები ჩამოდიან უკრაინაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები