თეთრი სახლი

თეთრ სახლში უკანონო გზით შეღწევის მცდელობის ბრალდებით უცნობი პირი დააკავეს

თეთრი სახლი
huffpost.com

პირი, რომელიც საეჭვო პაკეტით ხელში აშშ-ში, თეთრი სახლის ღობეზე გადაძრომას ცდილობდა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

აშშ-ის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის, ბრაიან ლეარის თქმით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ჯერჯერობით ეჭვმიტანილის ვინაობასა და სქესზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ლეარისვე თქმით, ამანათზე ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ის საფრთხეს არ შეიცავდა.

კომენტარები