სამების საკათედრო ტაძარი

სირიასა და ერაყში დაღუპულ მართლმადიდებელთა სულებისთვის ლოცვა აღევლინა

სამების საკათედრო ტაძარში სირიაში, ერაყში, საქართველოსა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ლოცვა აღევლინა. ასევე ლოცვა აღევლინა სირიასა და ერაყში დაღუპულ მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულის საოხად. 

"თქვენ იცით რა ხდება სირიაში, ეგვიპტეში, ერაყში. ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ, ადამიანები ერთმანეთს თავს აჭრიან, ახრჩობენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ჩვენ ვლოცულობთ ამ გაჭირვებული ადამიანებისთვის. შევთხოვთ უფალს, რომ ეს მტრობა მეგობრულ ურთიერთობად აქციოს, ეს მტრობა ძმობად გადააქციოს. შევთხოვთ უფალს, რომ ძალი ერსა თვისსა მისცეს და მოგვცეს ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობა ადამიანთა შორის", - თქვა პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას.

ინტერპრესნიუსის ცნობით, სამებაში აღვლენილ ლოცვაში მონაწილეობდა საქართველოში მცხოვრებ ასირიელთა სულიერი მოძღვარი მამა სერაფიმე.

"მოხარული ვარ, რომ ქართველმა ერმა ჩემი თანამემამულეების გულისტკივილი საკუთარ გულისტკივილად მიიღო", - აღნიშნა მამა სერაფიმემ.

კომენტარები