საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი შეგნებულად დაამახინჯეს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქომ სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადება საპატრიარქოს სახელით ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, ბიძინა გუნიამ წაიკითხა. მისი თქმით, პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის მედიით გავრცველებული კომენტარი, რომ ასურელთა დახმარების საკითხი საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის და დევნილთა მიღება შესაძლოა სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს, კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

საპატრიარქოს განცხადებით, ქანდელი ასურელები პატრიარქმა თვენახევრის წინ დალოცვა, ხოლო ქრისტიანთა დევნა ეკლესიისთვის სულ ერთი არ არის.

კომენტარები