ესპანეთი

IMF-ის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალად თაღლითობა და ფულის გათეთრება ედება

REUTERS

ესპანელმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის როდრიგო რატოს სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩატარეს. 66 წლის რატოს ბრალად თაღლითობა და ფულის გათეთრება ედება. საქმე ბანკ ბანკიას სათავეში მისი ყოფნის პერიოდს ეხება, რომელიც სახელმწიფომ კრიზისის დროს ფინანსურ კრახს გადაარჩინა.

რატო ესპანეთის სახალხო პარტიის წევრია და პრემიერ ასნარის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. იგი სავალუტო ფონდს 2004-2007 წლებში ხელმძღვანელობდა, 2010-2012 წლებში კი ბანკ ბანკიას ხელმძღვანელი იყო. რატო ყველა ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები