კრიზისი უკრაინაში

მხარეები მარიუპოლის მახლობლად დემილიტარიზაციის გეგმაზე შეთანხმდნენ

AFP

უკრაინის აღმოსავლეთში, ეუთო-ს შუამავლობით, მხარეებმა მარიუპოლის მახლობლად სოფელ შიროკინოს დემილიტარიზაციის გეგმა შეიმუშავეს. მანამდე ეუთო-ს და ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ეს დასახლება მოინახულეს, რომელიც ბოლო პერიოდში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, მწვავე დაპირისპირების ადგილად რჩება. ახალი გეგმის თანახმად, შიროკინო ორივე მხარის ქვედანაყოფებმა უნდა დატოვონ.  

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 23-ჯერ დაარღვიეს, გამოიყენეს ნაღმმტყორცნები და ტანკები. სროლა ისმოდა დონეცკის და მარიუპოლის მიდამოებში, ასევე, ლუგანსკის ოლქში. უკრაინელმა სამხედროებმა ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

კომენტარები