რომის პაპი

ერდოღანი: რომის პაპმა შეცდომა დაუშვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რომის პაპი ფრანცისკე მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ პონტიფექსმა 100 წლის წინ თურქეთში სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდი უწოდა. ერდოღანის თქმით, პაპის მხრიდან ეს შეცდომა იყო, რომელიც მან აღარ უნდა გაიმეოროს.

თურქეთის პრეზიდენტმა საუკუნის წინანდელი მოვლენების გამოსაძიებლად ისტორიკოსთა ერთობლივი კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი და არქივების გახსნის მზადყოფნა გამოთქვა. ცოტა ხნის წინ პაპის განცხადების გამო თურქეთმა ვატიკანიდან ელჩი გამოიწვია.

კომენტარები