საქართველოს ევროინტეგრაცია

ლიდეგორდი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს განვახორციელებთ

www.tabula.ge

ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში არ დაკანონდეს ოკუპაციები, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა განაცხადა.

დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა. ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს.

მედია დაინტერესდა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ევროკავშირს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების აღიარების პრევენციისთვის. დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ასეთ ნაბიჯად სანქციებს მიიჩნევენ და მათ ეფექტურობაზე მიუთითებენ.

„ძალიან მკაცრი ხელით განვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ ვერ დავინახავთ პოზიტიურ შედეგებს, სანქციებს გავზრდით. თუ გამოსწორდება სიტუაცია, შევასუსტებთ. ვეცდებით დავანახოთ რუსეთს, რაოდენ მოიგებს ქვეყანა, თუკი ის შევა გაცილებით კონსტრუქციულ თანამშრომლობაში ევროკავშირთან", - განაცხადა ლიდეგორდმა.

კომენტარები