საქართველოს ევროინტეგრაცია

შოლცმა ღარიბაშვილს რეფორმების მიღებისკენ და საჭირო ძალისხმევის გამოჩენისკენ მოუწოდა

ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი
საქართველოს მთავრობა

როგორც გერმანიის მთავრობის სპიკერმა, სტეფენ ჰებეშტრაიტმა თქვა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს. ღარიბაშვილს გერმანიის კანცლერი გრანადის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

“კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გადადგან აუცილებელი რეფორმების ნაბიჯები". - თქვა სტეფენ ჰებეშტრაიტმა განცხადებაში.

გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, ოლაფ შოლცმა ღარიბაშვილს მოუწოდა, მომდევნო კვირებში საჭირო ძალისხმევა გამოიჩინონ.

"ევროპული კომისიის რეკომენდაციები აჩვენებს გზას კანდიდატის სტატუსისკენ. კანცლერმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დროულად გამოიჩინონ საჭირო ძალისხმევა და უდიდესი მონდომება მომდევნო კვირებში". - თქვა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.

ჰებეშტრაიტის თქმით, ღარიბაშვილმა და შოლცმა რეგიონში განვითარებული  მოვლენებისა და უკრაინის ომის მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს. 

“უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - თქვა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.

კომენტარები