უნგრეთი

უნგრეთში, პარტია JOBBIK-ის კანდიდატმა შუალედური არჩევნები მოიგო

transudationism.blogspot.com

უნგრეთში შუალედურ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია იობიკის კანდიდატმა ბუდაპეშტის ერთ-ერთ ერთმანდატიან სარჩევნო ოლქში გაიმარჯვა. ლაიოშ რიგმა კონკურენტს 300 ხმით აჯობა. ეს უნგრეთში ნაციონალისტების მმართველ პარტია ფიდესზე გამარჯვების პირველი პრეცედენტი გახდა.

ადგილობრივი მიმომხილველების აზრით, სამი წლის შემდეგ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე იობიკმა შესაძლოა მმართველ პარტიას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.

გასულ წელს ევროპარლამენტის არჩევნებზე იობიკმა უნგრეთში ხმების 20% მიიღო. პარტია ანტისემიტური განცხადებებითაა ცნობილი, მისი წარმომადგენლები ასევე ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებენ უკრაინას. 

კომენტარები