საფრანგეთი

ლე-პენი უფროსი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

Reuters

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია ნაციონალური ფრონტის დამფუძნებელი ჟან მარი ლე პენი პროვანს-ალპების რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ეს გადაწყვეტილება მან თავის ქალიშვილთან, ფრონტის ლიდერ მარინ ლე პენთან დაპირისპირების შემდეგ მიიღო.

მარინ ლე პენი დეკლარირებულად მამამისის რადიკალურმა ნაციონალისტურმა გამონათქვამებმა აღაშფოთა. მან პარტიის 86 წლის საპატიო თავმჯდომარისგან პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვა.

ცოტა ხნის წინ გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე ნაციონალურმა ფრონტმა ხმების 25% მიიღო. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ პარტია რუსეთის ხელისუფლებასთან ასოცირებული ბანკის მიერ ფინანსდებოდა. 

კომენტარები