უბედური შემთხვევა

ლანჩხუთში ლელობურთის თამაშის დროს მამაკაცი გარდაიცვალა

ლელობურთი
გიორგი გოგუა / radiotavisupleba.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ლანჩხუთში მამაკაცის გარდაცვალებას ლელობურთის თამაშის დროს. უწყების ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ლელობურთი შეჯიბრებაა, რომელიც გურიაში, ყოველწლიურად აღდგომის დღესასწაულზე იმართება. თამაშში ორი სოფლის მცხოვრებლები სხვა მოხალისეებთან ერთად მონაწილეობენ. თამაში ერთგვარი "ღირსების" შეჯიბრებაა. მასში ჩართულია ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმსახურიც.

მიმაგრებული ფოტო არ ასახავს წლევანდელ შეჯიბრებას და ის არ არის კავშირში მამაკაცის გარდაცვალებასთან

კომენტარები