პოლიციელის მკვლელობა

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის სასამართლო მიმდინარეობს

შალვა აბულაძე
შსს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დადასტურების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესს მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს. სახაზინო ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე ოჯახის დაქირავებულმა ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ ჩაანაცვლა.

გაჩეჩილაძის განცხადებით აბულაძე აღიარებს ბრალდებებს.

აბულაძე გუშინ გამთენიისას, სოფელ არდაგანში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. შალვა აბულაძეს სამართალდამცველები იანვრიდან ეძებენ. ბრალდებულმა ერთი პოლიციელი იანვარში მოკლა, მეორე კი, 4 აპრილს.

პოლიციელის, ბექა მარგიშვილის მკვლელობის საქმე ბორჯომში მოკლული პოლიციელის საქმესთან გაერთიანდა და პროკურატურამ ერთ წარმოებად წარადგინა სასამართლოში. მოსამართლე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით, აბულაძისთვის შეფარდებული პატიმრობის დადასტურებაზე იმსჯელებს. პროცესს ბრალდებული შალვა აბულაძე დაესწრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები