პოლიციელის მკვლელობა

რუსთავი 2: პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დააკავეს

შალვა აბულაძე
შსს

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დააკავეს. ტელეკომპანიის ცნობით, სპეცოპერაცია ბორჯომში ჩატარდა და აბულაძე ბორჯომიდან თბილისში ჩამოჰყავთ. 

შალვა აბულაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ისინი კომენტარს არ აკეთებენ. აბულაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც მის სახაზინო ადვოკატს. შალვა აბულაძის და სალომე აბულაძე კი, რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ მისი ძმის ასაყვანად სპეცოპერაცია ნამდვილად ჩატარდა, თუმცა, არ აქვს ინფორმაცია, რა შედეგით დასრულდა.

შალვა აბულაძეს სამართალდამცველები იანვრიდან ეძებენ. ბრალდებულმა ერთი პოლიციელი იანვარში მოკლა, მეორე კი, 4 აპრილს.

პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას. 

კომენტარები