პოლიციელის მკვლელობა

შალვა აბულაძის მეგობრის, რამინ მამედოვის ოჯახის წევრები დაკითხეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში წუხელ შალვა აბულაძის მეგობრის რამინ მამედოვის ოჯახის წევრები დაკითხეს. რამინ მამედოვის მამის გასან მამედოვის ცნობით, მას ჰკითხეს, იცნობდა თუ არა შალვა აბულაძეს. რამინ მამედოვის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შალვა აბულაძე რამდენიმე თვეა არ უნახავთ. 

რამინ მამედოვი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. მას ბრალი უკვე წაუყენეს და სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. 

რამინ მამედოვის დედის მტკიცებით, მას სამართალდამცველები დაემუქრნენ, რომ თუ არ ეტყოდნენ შალვა აბულაძის ადგილსამყოფელს, მის მეორე შვილს და მეუღლესაც დააკავებდნენ. ის აცხადებს, რომ შალვა აბულაძე ბოლოს 3-4 თვის, პოლიციელების მკვლელობამდე ნახეს. დაკავებული მამედოვის ძმის თქმით, სამართალდამცველები ნარკოტიკის ჩადებითა და დაკავებით მასაც დაემუქრნენ.

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს იანვრიდან ეძებენ. პროკურატურამ მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას. 

კომენტარები