საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ისტორია არის დაჭერებისა და ემიგრაციის ისტორია. ყველა ხელისუფლება, რომელიც შეიცვალა ან გადატრიალების გზით, ან არჩევნების გზით, განიცდიდა შემდგომი ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებს. პირველი ხელისუფლება დაიწყო დაჭერებით და ძალიან დიდი ემიგრაციით... შემდეგ, შევარდნაძის ხელისუფლების დროს ასევე... დღეს შევარდნაძის ზოგიერთი ჩინოვნიკი ვერ ბრუნდება, მიუხედავად ამ დიდი ამნისტიისა. შემდეგ მესამე ტალღა. წინა ხელისუფლების არჩვენებით შეცვლა იმედს იძლეოდა, რომ არ იქნებოდა შურისძიება და ძველი სცენარით მოვლენები არ განვითარდებოდა. იგივე განვითარდა, არ ვამბობ, რომ ვინმე დამნაშავე არ იყო, მაგრამ სცენარი არის ერთი და იგივე. იყო შემოთავაზებული ძალიან კარგი იდეა კოაბიტაციის, რომელიც საძულველ და დასაცინ სიტყვად იქცა... საქართველოში ძალაუფლება არასდროს არ იცვლება, თუ არ შეძულდა ხალხს, ეს არის ჩვენი 25 წლიანი მოდელი.
tbl.ge/qf9
დაკოპირდა

ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- გოცირიძე NDI-ზე: ხალხი ითხოვს ცვლილებას და ამ ცვლილებას მოითხოვს ხელისუფლების შეცვლით
- გოცირიძე ბახტაძეზე: როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არ გეკითხებათ გადაყენებას
- გოცირიძე: მას მერე რაც კობერიძემ უმრავლესობა დატოვა, მის ეზოში პირველად აყვავდა ნუშის ხე
- გოცირიძე: პრეზიდენტს არავინ შეუშვებს მთავრობის სხდომაზე, ცხვირწინ მიუხურავენ კარს
- გოცირიძე წულუკიანზე: რამდენიც ზემოთ არის, ორი იმდენი არის ქვემოთ




