საქართველო-სომხეთი

სარგსიანი: იმედია, თბილისის NATO-სკენ სწრაფვა რეგიონზე უარყოფითად არ აისახება

www.president.am

სომხეთს პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ტელეკომპანია МИР 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პატივს სცემს საქართველოს არჩევანს და ამავე დროს იმედი აქვს, რომ ორი ქვეყნის სხვადასხვა გაერთიანებაში ყოფნა რეგიონის სტაბილურობაზე უარყოფითად არ აისახება.

„ჩვენ ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ჩვენი მეზობელ ქვეყნის გადაწყვეტილებას, - განაცხადა საგრსიანმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რა დამოკიდებულება აქვს ერევანს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვასთან დაკავშირებთ. - ამავე დროს, მიმაჩნია, რომ ყველა ქვეყანა, სხვადასხვა კავშირებში გაწევრიანებისას, ან თავისი ეროვნული პრიორიტეტული ინტერესების განსაზღვრის დროს, უნდა გამოდიოდეს იქიდან, რომ ეს უარყოფითად არ აისახოს მთლიანად რეგიონზე".

სარგსიანის თქმით, „ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ უსაფრთხოება - ეს არის განუყოფელი და ურთიერთშემავსებელი, ვინაიდან 21-ე საუკუნეში იმდენი გამოწვევაა, რომ სახელმწიფოს მარტოს არ შეუძლია მათთან გამკლავება და გაერთიანებებში ყოფნა უბრალოდ აუცილებელია. ვიმეორებ, რომ ყველაზე მთავარია, სომხეთის ერთ გაერთიანებაში ყოფნამ და საქართველოს ყოფნამ ამ თანამშრომლობამ სხვა კავშირთან არ გამოიწვიოს რეგიონში ვითარების გაუარესება".

„საქართველოს პოზიციაზე ბევრია დამოკიდებული ორ ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. დარწმუნებული ვარ, არ დადგება დრო, როდესაც საქართველოსთან ცუდი ურთიერთობა გვექნება ამის გამო. ვფიქრობ, საქართველოს ხელმძღვანელობასაც ასე ესმის ვითარება. ჩვენ ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს ერთი ნაბიჯიც, რომელიც ესკალაციას გამოწვევა შეეძლო", - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

კომენტარები