პოლიციელის მკვლელობა

ნარმანია: მარგიშვილის გამოჩენილი გმირობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია

თბილისის მერია

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდზე დავით ნარმანია დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა.

„ჩვენმა ქვეყანამ და ქალაქმა დაკარგა ძალიან ღირსეული ადამიანი. მოვედით აქ, რომ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და ვანუგეშოთ მისი ოჯახი. დარწმუნებული ვარ, რომ ის გმირობა, რაც ამ ადამიანმა გამოიჩინა, იქნება საწინდარი ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში 12:00 საათზე დაიწყო. 

შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი 4 აპრილს, ვარკეთილში მოკლეს. ის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. აბულაძემ კი, პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია იანვრიდან ეძებს. შალვა აბულაძე ბორჯომში პოლიციელის მკვლელობაშიც არის ბრალდებული.

კომენტარები