- სპეცრაზმელების დაკავება შესრულებულ უკანონო დავალებაზე ,არასწორია - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი ფოკუსის კითხვას კორტების სპეცოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელების შესახებ. ღარიბაშვილის თქმით ის პროკურორი არაა და მას არ დაუკავებია ეს სპეცრაზმელები.
- საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრის თქმით, კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელები არასწორ ბრძნებას შეეწირნენ, თუმცა, მან დაამატა, რომ სამართალდმცავებს კანონი ავლდებულებს, უკანონო ბრძანება არ შეასრულონ. ასე შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფოკუსის კითხვას უპასუხა.შინაგან საქმეთა მინსტრის კომენტარს გამოეხმაურა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი.
- თავდაცვის მინისტრი დღეს პარლამენტში იყო - მინდია ჯანელიძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას მიმართა და თავდაცვის სამინისტროსი დაგეგმილ პროექტებზე გამაახვილა ყურადღება. პარლამენტარების კითხვები კი ძირითადად საფრანგეთთან მიღწეულ შეთანხმებას ეხებოდა - მინდია ჯანელიძის მტკიცებით, მემორანდუმი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას არ ითვალისწინებს.
- თბილისის მერის პირველი ოფიციალური ანგარიში საკრებულოში და სამი პარალელური აქცია საკრებულოს შენობასთან - გარემოსდამცველები, შინაური ცხოველების პატრონები და მერიაში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები დღეს ერთდროულად მოითხოვდნენ დავით ნარმანიასგან პასუხებს.
- საქართველოს პარლამენტს გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახების დახმარების შესახებ ორი კანონპროექტის განხილვა მოუწევს - ერთი მათგანი მთავრობას ხოლო მეორე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის. საკანონმდებლო ორგანოში ჯერ მთავრობას საკუთარი ვარიანტი არ წარუდგენია. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა საკუთარი ვარიანტი წარადგინა და აღნიშნა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი კანონპროექტი არ უნდა მიითვისოს.




