ფოკუსი

7 აპრილი, 2015

- მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი ჯერ- ჯერობით არ დაუკავებიათ. დამნაშავის ძებნის ოპერაცია მესამე დღეა გრძელდება, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოკუსთან საუბარში დამატებით დეტალებს არ ახმაურებს. ზოგადი კომენტარით შემოიფარგლნენ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეც. ვახტანგ გომელაურის თქმით, უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში დააკავონ.
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 6 სპეცრაზმელი. პარტიის წევრები ამბობენ, რომ დაკავებულები, მოკლული პოლიციელი ბექა მარგიშვილის მსგავსად, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ. სპეცრაზმისა და პოლიციის ფუნქციებზე და უფლებებზე პრემიერის ბოლოდროინდელ განცხადებებს აფასებენ მმართველი გუნდის დეპუტატები.
- პანკისის ხეობიდან სირიაში წასული არასრულწლოვანების ოჯახს სამართალდამცავებთან კითხვები აქვთ - როგორ გადალახა 16 წლის მოზარდმა საქართველო-თურქეთის საზღვარი მეურვის გარეშე და რას აკეთებს ხელისუფლება სირიაში წასული არასრულწლოვანების უკან დაბრუნებისთვის ? პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ იციან ვინ ახდენს მოზარდებზე გავლენას თუმცა მის ვინაობას არ არახელებენ. დღეს ფოკუსის ჟურნალისტი პანკისის ხეობაში იყო. რას ფიქრობენ სირიაში წასული მებრძოლების მშობლები, მეგობრები და მასწავლებლები

კომენტარები