ჩვენი ქვეყანა ევროპაში იყო მეორე პატიმართა რაოდენობით და გვისწრებდა მხოლოდ რუსეთი. მოსახლეობის რაოდენობა შეადარეთ ჩვენი და რუსეთის. იყო ციხეში უკიდურესად მძიმე ვითარება. ჰუმანიტარული კრიზისი იყო, პირდაპირ გეტყვით. ფაქტობრივად ყოველი პატიმარი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ალბათ, არ იყო პატიმარი, ვისაც ეს ერთხელ მაინც არ შეხებია, თუნდაც კარანტინის სახით. პატიმრების სიცოცხლე იყო რისკის ქვეშ. 300 000 ადამიანი გვყავდა რეალურად გასამართლებელი, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია, ამიტომ სწორედ იმ ჰუმანიტარული კრიზისიდან გამოსასვლელად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, პატიმრების სიცოცხლის, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, აავადებდნეn, C ჰეპატიტს და ტუბერკულოზს მართებდნენ და მერე აღარ მკურნალობდნენ მერე... ეს იყო ფაქტი, ამას რაღაცით უნდა შველებოდა. ამაზე გვითითებდა ევროსაბჭო, ევროკავშირი, წამების კომიტეტი, სახალხო დამცველი. სხვა გამოსავალი არ იყო იმ პირობებში, როდესაც არ იყო სასამართლო, სამართლიანი მართლმსაჯულება, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამდით, დიახ, საჭირო იყო ამნისტია, იმისთვის, რომ გარკვეულწილად მომხდარიყო სასჯელის შემცირება და ციხეების განტვირთვა. და ციხეთა განტვირის რეფორმას ძალიან დიდ პლუსად გვითვლის ევროპის სასამართლო.
tbl.ge/z64
დაკოპირდა
განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა არჩევანში საყოველთაო ამნისტიასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- ბესელია: ამნისტიის შედეგები ზუსტად და სწორად იყო გათვლილი
- პრემიერი: მათ მიმართ, ვინც ამნისტია ვერ დააფასეს, დაუნდობლები ვიქნებით
- კობახიძე: პატიმრებს C ჰეპატიტს და ტუბერკულოზს მართებდნენ
- ჩაფიძე: დღესაც ხმას მივცემდი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს
- სუბელიანი: წულუკიანის დამოკიდებულება იყო, რომ პატიმრები არიან გმირები