ეკა ბესელიას ხელახლა რომ შემოეტანა ის კანონპროექტი, რომელიც ამნისტიას ითვალისწინებდა გარკვეული კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებით, მე დღესაც მივცემდი ხმას აღნიშნულ კანონპროექტს, რადგან ვთვლი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს იყო ძალიან სერიოზული ჰუმანური აქტი. იმ პერიოდში ციხეებში პატიმართა რაოდენობის და მათი ფსიქოსოციალური მდგომარეობის მიხედვით, საქართველო გახლდათ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე. არნახულ მასშტაბებს ჰქონდა მიღწეული წამებას, ცემას ამ ადამიანების და აღნიშნულზე საუბრობდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ვისთანაც კი მე შეხება მქონდა როგორც ჟურნალისტს, როგორც შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენელს. ამიტომაც, აბსოლუტურად გამართლებულად მივიჩნევ და დღესაც ვფიქრობ, რომ ხმას მივცემდი აღნიშნულ კანონპროექტს და მის მომზადებას, თუმცა, რა თქმა უნდა, იქ ყველა საქმის დეტალურად შესწავლასთან დაკავშირებით, ალბათ ეს ძირითადი ტვირთი გადავიდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მხრებზე.
tbl.ge/rlw
დაკოპირდა
განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ.
ამავე თემაზე
- ბესელია: ამნისტიის შედეგები ზუსტად და სწორად იყო გათვლილი
- პრემიერი: მათ მიმართ, ვინც ამნისტია ვერ დააფასეს, დაუნდობლები ვიქნებით
- კობახიძე: პატიმრებს C ჰეპატიტს და ტუბერკულოზს მართებდნენ
- კობახიძე: დიახ, საჭირო იყო ამნისტია ციხეების განსატვირთად
- სუბელიანი: წულუკიანის დამოკიდებულება იყო, რომ პატიმრები არიან გმირები