პოლიციელის მკვლელობა

პრეზიდენტი: პოლიციას სჭირდება მეტი მხარდაჭერა, რომ დაცულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. პრეზიდენტი ვაზისუბნის დასახლებაში იმყოფებოდა.

"მივუსამძიმრე ბექა მარგიშვილის ოჯახს, ვუსამძიმრებ მის ახლობლებს, ვუსამძიმრებ ყველა პოლიციელს, ვუსამძიმრებ საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი დამცველი. პოლიცია ჩვენ გვიცავს. მას სჭირდება მეტი მხარდაჭერა, პატივისცემა და თანამშრომლობა, იმისთვის, რომ ვიცხოვროთ დაცულ სახელმწიფოში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პოლიციელი ბექა მარგიშვილი 4 აპრილს, ვარკეთილში მოკლეს. მისი მეწყვილე კი, მძიმედ დაჭრეს. ბრალდებულ შალვა აბულაძეს მესამე დღეა, ეძებენ. ის ბორჯომში პოლიციელის მკვლელობაშიც არის ეჭვმიტანილი.

კომენტარები