პოლიციელის მკვლელობა

იზორია შალვა აბულაძის ძებნაზე: ვერ ვიტყვი, რომ გაჭიანურებას აქვს ადგილი

ვერ ვიტყვი, რომ გაჭიანურებას აქვს ადგილი. ასეთი სპეციფიკის დანაშაულთან როცა გვაქვს საქმე, ის ითხოვს დროს, სერიოზულ დაგეგმვას და ბუნებრივია, ინეტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ პიროვნების გამოვლენის მიზნით.

განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის ძებნის ოპერაციაზე. აბულაძეს შსს ბორჯომში პოლიციელის მკვლელობისთვის იანვრიდან ეძებს. სამი დღის წინ კი, მან კიდევ ერთი პოლიციელი მოკლა.

კომენტარები