პოლიციელის მკვლელობა

გომელაური: ჩვენზე ძალიან არავის არ უნდა შალვა აბულაძის დაკავება

არ მინდა, წინასწარ განცხადება რომ გავაკეთო ამა თუ იმ მდგომარეობაზე. ალბათ, დარწმუნებულია ყველა, რომ ჩვენზე ძალიან არავის არ უნდა მისი დაკავება, შინაგან საქმეთა სამინისტროზე ძალიან... ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაკავოთ.

განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეზე. აბულაძეს შსს ბორჯომში პოლიციელის მკვლელობისთვის იანვრიდან ეძებს. სამი დღის წინ კი, მან კიდევ ერთი პოლიციელი მოკლა.

კომენტარები