პოლიცია

მიროტაძე: პოლიციელმა არა პრემიერმინისტრს ან პრეზიდენტს, კანონს უნდა დაუჯეროს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის მოსაზრებით, პოლიციელმა არა პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს უნდა დაუჯეროს, არამედ მხოლოდ კანონს. ტაბულამ დეპუტატს ჰკითხა - გუშინ პრემიერმა მოუწოდა პოლიციელებს სამი ოთხი ნაბიჯით წინ იყვნენ კრიმინალზე და სროლა დაასწრონ. მაშინ როდესაც გვაქვს შემთხვევა, როდესაც პრემიერისვე მოთხოვნით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებულია ლაშა ჯიხვაშვილი, ქუთაისელი პოლიციელი, რომელმაც თავდამსხმელის მანქანას ესროლა და თავდამსხმელი გარდაიცვალა. რატომ დაიჯერებს პრემიერის სიტყვებს პოლიციელი, როდესაც ასეთი მაგალითი უდევს წინ?

"პოლიციელმა უნდა დაუჯეროს კანონს. რის შესაძლებლობასაც აძლევს კანონი, უნდა იმოქმედოს იმის მიხედვით. არც მე უნდა დამიჯეროს, არც ირაკლი ღარიბაშვილს, არც გიორგი მარგველაშვილს, არც არავის, იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია ამ ქვეყანაში აქვს კანონმდებლობას. თუ კანონმდებლობას დაარღვევს, ვინც არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში პოლიციელი, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.

და რაც შეეხება იმას, უნდა დავდგეთ თუ არა კრიმინალზე მაღლა, სხვა კონტექსტში ვამბობ, რა თქმა უნდა, უნდა დავდგეთ კრიმინალზე მაღლა და აუცილებლად უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რომ კრიმინალის ჩახშობა კრიმინალით კი არ უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს კანონის სრული სიმკაცრით", - გვიპასუხა მიროტაძემ.

კომენტარები