- პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელი ჯერ კიდევ თავისუფალია - პრემიერმა დღეს სამართალდამცავებს საკუთარი სიცოცხლის დაცვისკენ მოუწოდა. პრემიერს განსხვავებული მიდგომებისთვის აკრიტიკებდნენ გასულ წელს როცა ქუთაისში, დევნის ოპერაციისას პოლიციელმა სავარაუდო დამნაშავეს ესროლა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელის დასჯაზე საუბრობდა. პატრულის თანამშრომლის ლაშა ჯიხვაშვილის წინააღმდეგ ძიება ახლაც განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი საავადმყოფოში მოინახულეს. მათი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ კრიმინალის გააქტიურების ფონზე მსგავსი ფაქტები ხდება. როგორც ექიმი განმარტავს, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
- პოლიციელი ბექა მარგიშვილის მკვლელობას გამოეხმაურნენ დღეს საქართველოს პარლამენტში - საპარლამენტო უმრავლესობაში მკველის დროულად დაკავების აუცილებლობას უსვამენ ხაზს, ნაციონალურ მოძრაობაში კი არასწორ სახელმწიფო პოლიტიკაზე საუბრობენ.
- ზაზა ხატიაშვილი პროკურატურის მხრიდან ადვოკატ გოგა ონიანის მიმართ ზეწოლის ფაქტზე საუბრობს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ტელეკიმპანია რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გასული ფარული ჩანაწერი გოგა ონიანის მიმართ ზეწოლას ადასტურებს. ხატიაშვილი ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერში პროკურატურის მხრიდან გოგა ონიანის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძახებულ მოწმეებზე გარიგების ნიშნები აშკარაა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, იგი ერთი წელია საუბრობს, რომ გოგა ონიანის მიმართ წარმოებული გამოძიება და წაყენებული ბრალი პოლიტიკურია.ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ინიციატივით გამოდის და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას იმ საქმეების განსახილველად ითხოვს, სადაც ადვოკატებთან მიმართებაში პროკურატურის მიერ ჩადენილ სავარაუდო ზეწოლის და პოლიტიკური დევნის ფაქტებს გამოიძიებენ.
ფოკუსი




