პოლიციელის მკვლელობა

ფოფხაძე: აბულაძეს ამნისტიით 1/4 ჩამოაკლდა, ისევე როგორც ყველას

ის ბორჯომელია, მეც ბორჯომელი ვარ. პრაქტიკულად ერთი თაობა ვართ და ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ არის. მომხდართან დაკავშირებით იმ ვერსიაზე მეტს, რაზეც საგამოძიებო ორგანოები საუბრობენ, ვერ ვეტყვი. ბორჯომში ბევრი ჭორი დადის, მაგრამ ეს არის ჭორები და ოფიციალური ვერსია მიმაჩნია საინტერესოდ, რასაც საგამოძიებო ორგანოები ამბობენ. აბულაძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, სასჯელის ვადის ამოწურვამდე ერთ წლამდე ჰქონდა დარჩენილი. ამნისტიით 1/4 ჩამოაკლდა, ისევე როგორც ყველას, გარდა უვადო პატიმრებისა. სასჯელაღსრულების დაწესებულება მას უარყოფითად არ აფასებდა - არანაირი მიდრეკილება ძალადობისკენ და არაადეკვატური ქმედება არ გამოუმჟღავნებია.

განუცხადა ინტერპრესნიუსს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეზე საუბრისას. აბულაძეს პირველი ამნისტია 2009 წელს შეეხო, შემდეგ მასზე გავრცელდა 2012 წლის საყოველთაო ამნისტია და სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა. 2013 წლის 23 ნოემბერს კი, აბულაძე სასჯელის ამოწურვამდე 8 თვით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლდა. პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის წევრი გედევან ფოფხაძეც იყო.

კომენტარები