პოლიციელის მკვლელობა

ჩაფიძე: კრიმინალთან ბრძოლის სტრატეგიის გამკაცრება მოგვიწევს

ბექა მარგიშვილი მოუკლეს მთელ საქართველოს და მე უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ როგორც მთელ ქვეყანას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენ კრიმინალთან ბრძოლის სტრატეგიის გამკაცრება მოგვიწევს, რადგან აღმოჩნდა სამწუხარო ფაქტი - ვიღაცეებს იმის ილუზია და განცდა გაუჩნდათ, რომ შეიძლება ესროლონ პოლიციელს.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ პოლიციელის მკვლელობაზე.

კომენტარები