საჰაერო თავდაცვა

ბესელია: შეძრული ვარ იმისგან, რასაც ბოლო დღეებში ირაკლი ალასანიასგან ვისმენ

მე გულწრფელად, ადამიანურად ვარ შეძრული და ძალიან გული მტკივა, რასაც ვისმენ ამ დღეების განმავლობაში მისგან [ირაკლი ალასანიასგან]. არანაირი გამართლება არ აქვს, როდესაც სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ებარა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა და მის ხელში გადიოდა უამრავი საიდუმლო ინფორმაცია, არანაირი გამართლება არ აქვს, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო და ვისზეც არ უნდა იყო გაბრაზებული, რომელ ოპოზიციურ ფრთასაც არ უნდა წარმოადგენდე, ის საიდუმლოებები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას ეხება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება, ამაზე საუბარი პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში... რა უნდა შეგვეძინა ჩვენ საჰაერო თავდაცვისთვის, რა არ გავაქვს ჩვენ და სად უნდა განლაგებულიყო, ამაზე საუბარი მე გაუმართლებლად მიამაჩნია და არ მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური ოპონირების თემისთვის შეიძლება გამოიყენოს პოლიტიკოსმა. ძალიან გული მწყდება, რომ ვისმენ ასეთ განცხადებებს იმ პოლიტიკური ძალის ლიდერისგან, რომელიც მით უფრო ამბობს, რომ მან უნდა შეცვალოს ხელისუფლება. შეიძლება, ძალიან ბევრ რაღაცაზე გული გვეტკინოს, მაგრამ სახელმწიფო ინტერესი ყველაფერზე მაღლა დგას.

მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას გადაცემა იმედის კვირაში.

კომენტარები