პოლიციელის მკვლელობა

ბესელია: ამნისტია არ შეხებია არც ერთ ძალადობრივ დანაშაულს

რაც შეეხება საკითხს, უნდა ყოფილიყო თუ არა ეს ჰუმანური აქტი [ამნისტია], მცდარი მგონია საკითხის ასე დასმა. ეს იგივეა, ვთქვათ, საჭიროა თუ არა, საერთოდ გამოიჩინოს სახელმწიფომ ჰუმანურობა, ადამიანური მიდგომა, სიკეთე და არ მგონია, კითხვა ასე უნდა დაისვას... მითუმეტეს, ციხეებში იყო ჯოჯოხეთური ვითარება, ადამიანები უმოწყალოდ ისჯებოდნენ და იყო უმოწყალო მართლმსაჯულება. ეს ადამიანი [პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული] ამნისტიით არ გათავისუფლებულა, ამნისტია არ შეხებია არც ერთ ძალადობრივ დანაშაულს. ამნისტიაში არ იყო არც ერთი მუხლი, რომელიც იყო მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის, არც ძარცვის, არც ყაჩაღობის, არც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული არც ერთი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. ამნისტიით გათავისუფლდნენ მხოლოდ ნაკლებად მძიმე, ეკონომიკური დანაშაულის, ნარკოტიკების მომხმარებლები და არა გამსაღებლები. რაც შეეხება იმას, რომ სასჯელი შეუმცირდა, შეუმცირდა ალბათ, მე არ ვიცი ეს დეტალები კარგად, მაგრამ ზოგადად, მუხლების მიმართ მოსამართლეები იხილავდნენ, შემდეგ ვის შეიძლებოდა სასჯელის ერთი მეოთხედი შემცირებოდა და ვის არა. ამას სასამართლო წყვეტდა და სასამართლო იღებდა ყველა ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ, როცა მოხდა ვადაზე ადრე გათავისუფლება... იმიტომ, რომ ამ დეტალებთან დაკავშირებით მე არ მიმიწვდება ხელი...

განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემა იმედის კვირაში კითხვაზე, იყო თუ არა საჭირო მასობრივი ამნისტია. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე წარსულში არაერთხელ არის ნასამრთლევი.

კომენტარები