საჰაერო თავდაცვა

ირაკლი ალასანია: საფრანგეთის ელჩის კრიტიკას და კომენტირებას არ ვაპირებ

Georgia's Defence Minister Irakli Alasania speaks to the media at the military base in Mukhrovani outside Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა პირველ სტუდიაში საქართველოში საფრანგეთის ელჩის, რენო სალენსის განცხადებას გამოეხმაურა. ალასანიას თქმით, რენო სალენსი არ ესწრებოდა საჰაერო თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით საფრანგეთში მემორანდუმის გაფორმებას. თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმით, ის არ აპირებს საფრანგეთის ელჩის კრიტიკას.

''ელჩის კრიტიკას და კომენტირებას არ ვაპირებ, უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, ტექნიკურად შეიძლება სწორად არის ნათქვამი, რომ მე ფინანსურ ვალდებულებებს ვერ ავიღებდი, ანუ ვალდებულება რომ არ იყო აღებული ეს ფაქტია. ეს უნდა მომხდარიყო შემდეგი შეთანხმების გაფორმებით. მე მიკვირს ის რომ, მან არ ახსენა რა იყო რეალურად გაფორმებული, თუმცა ეს მისი არჩევანია. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, კრიტიკას არ დავიწყებ, მაგრამ ალბათ მეც ვკითხავდი და ჟურნალისტებიც თუ იკითხავენ კონკრეტულ შეკითხვას, იყო თუ არა მემორანდუმი გაფორმებული საფრანგეთში და რა ვადებში უნდა გაფორმებულიყო მემორანდუმი შესაბამისად შეთანხმებისა. ეს არის კონკრეტული შეკითხვა და მას[საფრანგეთის ელჩს] ალბათ ექნება შესაძლებლობა უპასუხოს.
რაც შეეხება დიპლომატებს, იქ ბუნებრივია ელჩი არ ესწრებოდა ამ მემორანდუმის გაფორმებას, აქედან გამომდინარე მას შეიძლება ჰქონდეს ასე ვთქვათ საბაბი იმის, რომ მის თვალწინ ეს შეთანხმება და მემორანდუმი არ გაფორმებულა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ ის ინფორმირებული იყო ამის შესახებ თავიდან ბოლომდე''. 

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, რენო სალენსმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით არანაირ შეთანხმებაზე, ხელშეკრულებასა თუ ვალდებულებაზე ხელი არ მოუწერია.

კომენტარები