ავიაკატასტროფა ალპებში

მეორე შავმა ყუთმა დაადასტურა ვერსია, რომ პილოტმა კატასტროფა განგებ გამოიწვია

Jose Alamo / AP

გერმანული ავიალაინერის კატასტროფის ადგილას აღმოჩენილი მეორე შავი ყუთის მონაცემები ადასტურებს გამოძიების ვერსიას იმის შესახებ, რომ მეორე პილოტმა თვითმფრინავის კატასტროფა განგებ გამოიწვია. 

მოწყობილობამ დააფიქსირა, რომ ანდრეას ლუბიტცმა თვითმფრინავი 30 მეტრის სიმაღლემდე ავტომატური დაშვების რეჟიმზე გადაიყვანა, შემდეგ კი რამდენიმეჯერ სიჩქარეს მოუმატა, სანამ ლაინერი მთას არ შეეჯახა.

მანამდე, პირველ შავ ყუთში აღმოჩენილმა აუდიოჩანაწერებმა დაადასტურა, რომ მეორე პილოტი კაბინაში ჩაიკეტა და ეკიპაჟის წევრთა მოთხოვნებზე არ რეაგირებდა. როგორც შემდგომში გაირკვა, ლუბიტცს ხშირად დეპრესია აწუხებდა და სუიციდური მიდრეკილებებიც ჰქონდა.

საფრანგეთის ალპებში ჯერმან ვინგსის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები