გერმანულმა პოლიციამ AIRBUS 320-ის პილოტის სახლის ჩხრეკის შედეგად, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, განგებ ჩამოაგდო თვითმფრინავი, მისი პირადი ნივთები ამოიღო. პოლიცია მომხდარის შესაძლო მოტივების დადგენას ცდილობს.
გერმანული პოლიციის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს იმის შესაძლო მტკიცებულებები, რომ პილოტს მძიმე დეპრესია ჰქონდა.
გამოძიების ბოლო ვერსიით, საფრანგეთში გერმანული ავიალაინერის კატასტროფა მეორე პილოტის მიზეზით მოხდა, რომელსაც თვითმფრინავის განადგურება სურდა. ამის შესახებ მარსელის პროკურორმა გუშინ განაცხადა. გამოძიების ვერსიით, რომელიც შავი ყუთის აუდიოჩანაწერების გაშიფვრას ეყრდნობა, მეორე პილოტმა, 28 წლის ანდრეას ლუბიცმა, კაბინიდან კაპიტნის გასვლის შემდეგ კარი ჩაკეტა და ავტოპილოტი თვითმფრინავის სწრაფ დაშვებაზე ჩართო.
სამძებრო სამუშაოები გრძელდება ავიალაინერის კატასტროფის ადგილასაც. მაშველები მეორე შავი ყუთსაც ეძებენ. ჯერმან ვინგსის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, 150 ადამიანი დაიღუპა. მგზავრებს შორის ყველაზე მეტი გერმანის და ესპანეთის მოქალაქეები იყვნენ. თვითმფრინავი ბარსელონიდან დიუსელდორფში მიფრინავდა.





