თავისუფალი დემოკრატები საკრებულოში

ნარმანია: თავისუფალი დემოკრატების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა

თბილისის მერია

თავისუფალი დემოკრატების გადაწყვეტილება საკრებულოში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას თქმით, ეს ცვლილებები ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა და ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ ასეც მოხდებოდა.

მერის თქმით, იგი დაელოდება, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები და რა ფორმატით გააგრძელებენ ისინი მუშაობას.  

შეგახსენებთ, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა 2 აპრილს გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვით, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები საკრებულოში საქმიანობას წყვეტს. ამასთან, ფრაქციის წევრები პარტიიდანაც გარიცხეს.

საკრებულოს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრები საქმიანობას დამოუკიდებელი ფრაქციის სახით გააგრძელებენ.

კომენტარები