თბილისის მერი

თბილისის მერი საკრებულოში ყოველწლიური ანგარიშით 8 აპრილს წარდგება

თბილისის მერია

თბილისის მერი საკრებულოში ყოველწლიური ანგარიშით ოთხშაბათს, 8 აპრილს წარდგება. დავით ნარმანია დეპუტატებს მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მიაწვდის ინფორმაციას.

საკრებულოს ოპოზიციას ბიუჯეტთან დაკავშირებით ექნება შეკითხვები. უმრავლესობა კი, მერიის მუშაობას დადებითად აფასებს.

თავად დავით ნარმანია მერიის საქმიანობას ნაყოფიერს უწოდებს.

თბილისის მერის საკრებულოში მისვლას საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები რამდენიმე კვირაა, ითხოვენ. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 24 მარტს ფრაქციების გაერთიანებული სხდომაც გამართა, თუმცა დავით ნარმანია არ მივიდა და განაცხადა, რომ მას ამით არანაირი ვალდებულება არ დაურღვევია. როგორც თბილისის მერმა მაშინ აღნიშნა, "ენმ-ის დაძახილზე საკრებულოში არ მივდივარ". მანვე განმარტა, რომ აპრილის დასაწყისში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს წინაშე ისედაც წარდგება.

"ასე რომ, თუ რამე კითხვები აქვთ, შეუძლიათ დასვან, როცა მივალ საკრებულოში", - განაცხადა ნარმანიამ 24 მარტს.

კომენტარები