- ლარის გაუფასურება კვლავ გრძელდება. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.24 თეთრი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა ერთი მთელი სამი მეათედი თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.42 თეთრი ეღირება. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13 პროცენტით არის გაზრდილი.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგარეო ვალის ზრდის შესახებ ფოკუსის დასმულ კითხვას არ პასუხობს. გასული წლის მეოთხე კვარტალში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით სახელმწიფო საგარეო ვალი 3.8 პროცენტით გაიზარდა, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის არასახარბიელო მაჩვენებელია. 2014 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი 4 მილიარდ 200 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 35.8 მეათედ პროცენტს შეადგენს. მთლიანი საგარეო ვალის 93% დენომინირებულია უცხოური ვალუტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ლარში საგარეო ვალის მოცულობას ზრდის.
- საქართველოს მთავრობა ბიზნესფორუმის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის რამდენიმე მილიონ ლარს ხარჯავს - მათ შორის პარლამენტის ყოფილ შენობაში 500-ამდე კარის გამოცვლა და რამდენიმე დროებითი ნაგებობის აშენებაც იგეგმება. სახელმწიფო ახალ ავტომობილებსაც ყიდულობს, რომელიც მოსახლეობას 5 მილიონი ლარი დაუჯდება. ნოდარ ხადურის თქმით, ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ ავტომობილებით სამინისტროები ისარგებლებენ.
- გასული წლიდან ამოქმედებული სავიზო რეგულაციების გამარტივებაზე მსჯელობდნენ დღეს საქართველოს პარლამენტში - საპარლამენტო უმცირესობა განხილვაზე იუსტიციის მინისტრის დასწრებას ითხოვდა, რადგან ნაციონალურ მოძრაობაში სავიზო რეგულაციებით შექმნილ პრობლემებში სწორედ მის პასუხისმგებლობას ხედავენ.
ფოკუსი




