სამხრეთ ოსეთი

თიბილოვმა ე.წ. ხელშეკრულება დე ფაქტო პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება დე ფაქტო პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა, - ამის შესახებ ოსური სააგენტო რესი იტყობინება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, შეთანხმება მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მის რატიფიცირებას სამხრეთ ოსეთი და რუსეთი მოახდენენ.

თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა მოსკოვში 28 მარტს მოაწერეს ხელი. შეთანხმება რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ, ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ეტაპობრივ დამყარებას ითვალისწინებს.

მსგავსი შინაარსის შეთანხმება რუსეთმა გასული წლის ნოემბერში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთანაც გააფორმა.

კომენტარები