სამხრეთ ოსეთი

თიბილოვი: ოსეთი ერთიანი იქნება - რუსეთის შემადგენლობაში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ოსეთი ერთიანი იქნება, ოღონდ რუსეთის შემადგენლობაში. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ ერთი ოსეთი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს გაიყო.

თიბილოვმა საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები გამორიცხა, 2008 წლის აგვისტოს ომს კი უწოდა „ომი, რომლის მიზანი ოსი ერის განადგურება იყო“.

თიბილოვმა აღიარა, რომ სამხრეთ ოსეთი ეკონომიკურად რუსეთზეა დამოკიდებული. თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სამხრეთ ოსეთი საკუთარი ეკონომიკის განვითარებას 1.5 წელში შეძლებს. თიბილოვის განმარტებით, ახლა სამხრეთ ოსეთს საშუალება აქვს განავითაროს ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი ფერმერების ამოცანა კი შიდა ბაზრის მოამრაგებაა.

თიბილოვმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიერ რუსული პასპორტების ქონაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს ოსურ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. მეტიც, თიბილოვის აზრით, არ შეიძლება უბრალო მოქალაქე თუ საპრეზიდენტო კანდიდატი პრორუსული არ იყოს.

კომენტარები