რუსეთი

პესკოვი: რუსეთი ატომური იარაღით არავის დამუქრებია

telegraph.co.uk

რუსეთი ატომური იარაღით არავის დამუქრებია, - ეს ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა. საუბარია დოკუმენტურ ფილმზე - "ყირიმი - სახლში დაბრუნება", რომელიც უკრაინის ამ რეგიონის რუსეთის მიერ ანექსიის წლისთავს მიეძღვნა. ამ ფილმში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმში შეჭრის დროს მზად იყო რუსეთის ბირთვული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანა.

დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინის განცხადებას არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ, თანაც ისე, რომ პირველწყაროს ყურადღებით არ ეცნობიან. პესკოვმა პუტინის განცხადების ამგვარ ინტერპრეტაციას ისტერიისა და რუსეთის დემონიზაციის გაგრძელება უწოდა.

კომენტარები